Monday, November 2, 2009

მინერალები და ძვირფასი ქვები

1.პროექტის სახელი:  მინერალები და ძვირფასი ქვები
2.პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები იკვლევენ ბუნებაში არსებულ მინერალებსა და მათგან წარმოებული ძვირფასი ქვების არსებობის ისტორიას. ბუნებრივი და სინთეზური მინერალების თავისებურებასა და გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.
3.პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოსა სა მსოფლიოს იმ ქვეყნებს, სადაც მოიპოვება მინერალები. იკვლევენ მინერალებისა და მათი ნაწარმების გამოყენების ისტორიას. ადგენენ რომელი საუკუნიდან იწყება მათი აღმოჩენა,დამუშავება და გამოყენება,თუ რა ქიმიური,ბიოგენური და ფიზიკურ თვისებების მატარებლები არიან. გაავლებენ პარალელს და შეადარებენ ერთმანეთს ბუნებრივ და სინთეზურ მინერალებს. იკვლევენ თუ რა ადგილი უჭირავს ბუნებრივ მინერალებსა და ძვირფას ქვებს მედიცინასა და საიუველირო ნაწარმებში. მოსწავლეები თავადაც მოიპოვებენ ,მათთვის ხელსაყრელ მინერალებს და საკლასო ოთახში მოაწყობენ ქანებისა და მინერალების კუთხეს.
4.მონაწილეთა ასაკი / კლასები:   15-16 / IX-X კლასი.
5.ვადები / ხანგრძლივობა:   3-4 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:   მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მინერალებისა და ძვირფასი ქვების შედგენილობაზე, აღმოჩენაზე და მათი გადამუშავების ისტორიაზე. ისაუბრებენ მინერალების მრავალფეროვნებაზე. უკეთ გაიცნობენ საქართველოს იმ კუთხეებს, სადაც მოიპოვება ბუნებრივი მინერალები და ძვირფასი ქვები.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  შექმნიან ვიდეო მასალას, ფოტოალბომს. მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენას,პრეზენტაციებს,ესტუმრებიან მუზეუმებს, მოეწყობა ექსკურსიები,სადაც მოიპოვება მინერალები. ესტუმრებიან სახელოსნოებს, სადაც ხდება მინერალების გადამუშავება და მათგან ძვირფასი ქვების დამუშავება.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეების მიერ შექმნილი ფოტოალბომისა და ვიდეო მასალის გაცნობა.
9.სამიშაო ენა:   ქართული. 
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   ისტორია,ხელოვნება,ქართული,ქიმია,ბიოლოგია,ფიზიკა,ხატვა. ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
12.პროექტის ფასილიტატორის ვინაობა:   მარი კაკაბაძე ქ. ქუთაისის N37 საჯარო სკოლის,ქიმიის პედაგოგი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:   mari.kakabadze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   mineralebi.blogspot.com